ახალი ამბები

ჯარი და პოლიცია – გამოკითხულთა აზრით ყველაზე წარმატებული ინსტიტუციები

20 დეკემბერი, 2013 •
ჯარი და პოლიცია – გამოკითხულთა აზრით ყველაზე წარმატებული ინსტიტუციები

 

ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 64% აფასებს კარგად, ამ თვალსაზრისით მეორე ადგილზე მოდის პოლიცია, რომლის საქმიანობასაც კარგად 62% აფასებს, მესამეზეა კოალიცია “ქართული ოცნება’ – 50%, ცესკო- 37%, პარლამენტი – 25%, სახალხო დმაცველი – 17%, მთავარი პროკურატურა – 18%, სასამართლოები – 20%, საზოგადოებრივი მაუწყებელი – 16%, ადგილობრივი ხელისუფლება – 19%, სახელმწიფო აუდიტის სამსახური – 10%, პროფკავშირები – 9%, ნაციონალური მოძრაობა – 11% (ნაცმოძრაობის საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 38% აფასებს).

 

კვლევის საველე სამუშაოები 2013 წლის 13-27 ნოემბერის პერიოდში NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქვეყნის მასშტაბით 3,915 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2 პროცენტს შეადგენს. კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს, 20 დეკემბერს გაიმართა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი