“ლომისობაზე” მაშველების დახმარება 4 ადამიანს დასჭირდა

საგანგეობი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 1 საათის მონაცემებით მლეთაში, სადაც “ლომისობა” აღინიშნება, 4 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

როგორც ნეტგაზეთს სააგენტოში განუცხადეს, ოთხივე დაშავებული ახლომდებარე საავადმყოფოებშია გადაყვანილი, თუმცა არცერთ მათგანს მძიმე დაზიანება არ აღენიშნება.

დღეს, 30 მაისს მლეთაში “ლომისობა” აღინიშნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან