ახალი ამბები

ლომისაზე რუსი ჯარისკაცები დავაფიქსირეთ — მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“

6 სექტემბერი, 2022 • 913
ლომისაზე რუსი ჯარისკაცები დავაფიქსირეთ — მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე მოლაშქრეებმა რუსი ჯარისკაცები დააფიქსირეს.

მოლაშქრეთა კლუბ „რონინის“ განცხადებით, კვირას, 4 სექტემბერს, ლომისას ეკლესიის ტერიტორიაზე შენიშნეს რუსი სამხედროები, რომლებიც ფოტოებს იღებდნენ.

მოლაშქრეთა კლუბი შემთხვევის ამსახველ სურათებსაც ავრცელებს.

რუსი ჯარისკაცები ეკლესიის მიმდებარედ. ფოტო: მოლაშქრეთა კლუბი – რონინი

ლომისას წმინდა გიორგის ეკლესია დუშეთისა და ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტების გამყოფ ქედზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

საოკუპაციო ძალების თანახმად, სწორედ აქ გადის საზღვარი საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის.

Google Earth-ის საჰაერო გადაღება 8/2021 წელი.

ეკლესიამდე მოხვედრა ახალგორიდან და დუშეთიდან საფეხმავლო ბილიკებითაა შესაძლებელი.

„ნეტგაზეთი“ მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აღნიშნული საკითხის ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიაში ლომისობის დღესასწაულზე მომლოცველები მთელი საქართველოდან ჩადიან. ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი