“მოსახლეობა მარაგდება სამედიცინო დანიშნულების ნივთებითა და მედიკამენტებით. სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე სადღეღამისო მორიგეობას ახორცილებენ და აწარმოებენ იქ მყოფი მოქალაქეების სოციალურ აღრიცხვას,”- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობითვე, „კათარზისი“ უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს საკვებითა და თბილი ტანსაცმლით უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის სამინისტრომ “კათარზისს” კონტრაქტი გაუფორმა კარავში მცხოვრები ხალხის მომსახურებაზე. კონტრაქტის პირობების თანახმად, “კათარზისი” იღებს ვალდებულებას კარავში მცხოვრებთა ორჯერად კვებაზე, ჰიგიენაზე, მოვლაზე. სამედიცინო მომსახურებას აწარმოებს შპს “ქურთის საავადმყოფო”.
უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის მოწყობილ თავშესაფარში ამ ეტაპზე 17 კარავი ფუნქციონირებს, რომელშიც სულ 192 ადამიანი იმყოფება.