ახალი ამბები

ღარიბაშვილი, ალასანია და წულუკიანი – გამოკითხულთა აზრით, ყველაზე წარმატებული მინისტრები

20 დეკემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი, ალასანია და წულუკიანი – გამოკითხულთა აზრით, ყველაზე წარმატებული მინისტრები

ამ თვალსაზრისით რეიტინგში მეორე ადგილს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს, რომლის საქმიანობაც გამოკითხულთა 51%–ს მოსწონს, მესამე ადგილზეა თეა წულუკიანი, რომლის საქმიანობაც 46%–ს მოსწონს, ფანჯიკიძის მუშაობა 40%–ს მოსწონს, სერგეენკოს საქმიანობას კარგად 37% აფასებს, კალაძის მუშაობას – 37%, თამარ სანიკიძის მუშაობას – 30%, სოზარ სუბარის საქმიანობას – 31%, დავით ნარმანიას საქმიანობას – 28%, ნოდარ ხადურის საქმიანობას– 29%, ალექსი პეტრიაშვილის საქმიანობას – 19%, გიორგი კვირიკაშვილის მუშაობას – 19%, შალვა ფიფიას მუშაობას – 19%, პაატა ზაქარეიშვილის მუშაობას – 19%, დავით დარახველიძის მუშაობას – 20%, ხოლო ხათუნა გოგალაძის საქმიანობას კარგად 16% აფასებს.

 

კვლევის ჩატარების დროს კითხვა ასე იყო ფორმულირებული: როგორ შეაფასებდით მოცემული მინისტრების საქმიანობას?

 

კვლევის საველე სამუშაოები 2013 წლის 13-27 ნოემბერის პერიოდში NDI-ის დაკვეთით  კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქვეყნის მასშტაბით 3,915 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2 პროცენტს შეადგენს.

 

კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს, 20 დეკემბერს გაიმართა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი