ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას” ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად 8% ასახელებს, ლეიბორისტებს – 4%, ქდმ–ს – 2%, არცერთ პარტიას – 18%. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 2 პროცენტი კოალიცია “ქართულ ოცნებას” ამ დრომდე ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს.
კვლევის საველე სამუშაოები 2013 წლის 13-27 ნოემბერის პერიოდში NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქვეყნის მასშტაბით 3,915 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2 პროცენტს შეადგენს. კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს, 20 დეკემბერს გაიმართა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”.