ახალი ამბები

რეიტინგში ალასანია ივანიშვილს მიუახლოვდა

20 დეკემბერი, 2013 •
რეიტინგში ალასანია ივანიშვილს მიუახლოვდა

პატრიარქის შემდეგ ყველაზე მოწონებადი ფიგურა ბიძინა ივანიშვილია, იგი გამოკითხულთა 74%-ს მოწონს, ხოლო ივანიშვილს ირაკლი ალასანია მოსდევს, რომელიც გამოკითხულთა 72%-ს მოწონს.

 

ალასანიას მსგავსად, 72%-ს მოწონს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ხოლო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა 71%-ს მოწონს.

 

 

ყველაზე მოწონებადი პოლიტიკური ფუგურების მომდევნო ხუთეული ასე გამოიყურება: დავით უსუფაშვილი (65%), კახა კალაძე (60%), ეკა ბესელია (53%), თინა ხიდაშელი (52%) და დავით ბაქრაძე (48%).


კვლევის პოლიტიკურ ნაწილში, პატრიარქის გარდა, უწინდებურად შეყვანილია კიდევ ერთი არაპოლიტიკოსი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც გამოკითხულთა 23%-ს მოწონს. წინა კვლევის მიხედვით ის 16%-ს მოწონდა.


კვლევის საველე სამუშაოები 2013 წლის 13-27 ნოემბერის პერიოდში NDI-ის დაკვეთით  კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქვეყნის მასშტაბით 3,915 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2 პროცენტს შეადგენს.

 

 

 

კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს, 20 დეკემბერს გაიმართა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”.


მასალების გადაბეჭდვის წესი