ახალი ამბები

გიორგი ბარათაშვილი GPB-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სასამართლომ აღადგინა

20 დეკემბერი, 2013 •
გიორგი ბარათაშვილი GPB-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სასამართლომ აღადგინა

“დღეს გამოცხადდა სასამართლო გადაწყვეტილება, სრულად დაკმაყოფილდა გიორგი ბარათაშვილის სარჩელის ორივე მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა სამსახურში აღდგენასა და სახელფასო სარგოს ანაზღაურებას,”- ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ეკა ციმაკურიძე, რომელიც ბარათაშვილის ინტერესებს იცავდა.

 

გიორგი ბარათაშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით, 2012 წლის ბოლოს დაინიშნა. კანონის თანახმად, მისთვის უნდობლობის გამოცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ სამეურვეო საბჭოს 6 თვის შემდეგ შეეძლება.

 

გიორგი ბარათაშვილს მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უნდობლობა 2013 წლის 6 სექტემბერს გამოუცხადა. საჭოს წევრთა განცხადებით, გიორგი ბარათაშვილმა, სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის მიუხედავად, 2013-2014 წლის საინფორმაციო ბადე და ფინანსურად დასაბუთებული პროგრამული აღწერილობა არ წარუდგინა. იქამდე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდის წევრებმა გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა 4 მარტს გამოუცხადეს. ამის მიზეზი გიორგი ბარათაშვილის მიერ არხის ახალი ამბების დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გადაყენება იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი