მოცემული კვლევის საველე სამუშაოები 13-27 ნოემბერის პერიოდში NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქვეყნის მასშტაბით 3,915 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2 პროცენტს შეადგენს.
კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს, 20 დეკემბერს გაიმართა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”.