“ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, არის გარკვეული ხარვეზი და პრობლემა. კანონი ამბობს, რომ მხოლოდ წერილობით უნდა მოითხოვო, თუ გინდა sms-ების გამოგზავნის შეწყვეტა, წერილობითი ფორმა არ არის მოსახერხებელი ადამიანებისთვის. ჩვენი წინადადება ასეთია, რომ რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი, იმ ფორმითვე უნდა თქვა უარი. ასევე, კანონი კერძო სექტორის მიმართ 2016 წელში შედის ინსპექტირების ნაწილში ძალაში, ჩვენ გვინდა ამ ვადის გადმოწევა. არსებობს ფინანსური სანქცია, რომელიც კანონშია ჩადებული და თუ მოქალაქე ჩათვლის, რომ პირდაპირი მარკეტინგი მის მიმართ არასწორად განხორციელდა, მას შეეძლება მოგვმართოს, ჩვენ განვიხილავთ ამ საქმეს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – აცხადებს თამარ ქალდანი. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა კომპანიას შესაძლოა 3000–დან 10 000 ლარამდე სანქცია დაეკისროს.
სანამ აღნიშნული კანონი ძალაში შევა, მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კომპანიებს ურჩევს დანერგონ სატელეფონო მეთოდით უარის თქმის მექანიზმი, რათა საკითხი პრაქტიკაში დარეგულირდეს:
“დღევანდელ ვითარებაში ჩვენ მოქალაქეებს ვცდილობთ ავუხსნათ რა უნდა ქნან და კომპანიებსაც ვუწევთ მომსახურებას, რამოდენიმე კომპანიამ უკვე დანერგა სატელეფონო მეთოდით უარის თქმის მექანიზმი, ზოგიერთმა ჩვენთან კონსულტაციის შედეგად. აქედან გამომდიანრე ნაწილობრივ პრობლემა პრაქტიკაში რეგულირდება, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მეტ სიცხადეს შეიტანს და გაამარტივებს ამ პროცესს”, – აცხადებს თამარ ქალდანი. მისივე თქმით, დღემდე ჩატარებული მოკვლევის შედეგად სარეკლამო sms-ების გაგზავნა ხდება უშუალოდ სხვადასხვა კომპანიების და არა მობილური ოპერატორების მიერ.