ეკონომიკური საბჭო ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებისა და მათი შემუშავების კოორდინაციის მიზნით შეიქმნა.
საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარება და მათი შემუშავების კოორდინაცია;ეკონომიკური რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზი და მიმდინარე პროექტების მონიტორინგი; ქვეყნის შიდა ეკონომიკური განვითარებისა და რეფორმების შემუშავების მონიტორინგი; საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და საზღვარგარეთ მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი; შესაძლო და პერსპექტიული საგარეო ეკონომიკური კავშირების ანალიზი; საქართველოს ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა და ანალიზი; საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა კომპეტენციის ფარგლებში შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პრემიერ- მინისტრისათვის; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის.
საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
საბჭოს წევრები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საგადასახადო ომბუდსმენი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები.
საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერმინისტრის წინაშე.საბჭოს საქმიანობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის კანცელარიისსტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური საბჭოს სამდივნო.
ეკონომიკური საბჭოს სამდივნოს საქმიანობას წარმართავს ეკონომიკური საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. ეკონომიკური საბჭოს სამდივნოსა და საბჭოში შემავალი ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
მსგავსი საბჭოები არსებობს დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატებში: ეროვნული ეკონომიკის საბჭო და საშინაო პოლიტიკისსაბჭო, რომლებიც კონსტიტუციიდან გამომდინარე ექვემდებარებიან ამერიკის პრეზიდენტს. საბჭოს შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მდივნები და პრეზიდენტის მრჩევლები; ისრაელი: ეროვნული ეკონომიკის საბჭო, რომელიც კონსტიტუციიდან გამომდინარე ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. დიდი ბრიტანეთი: ეროვნული ეკონომიკის საბჭო – ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. შემადგენლობაში შედიან შესაბამისი მიმართულების მინისტრები.