“ყველაზე დიდი თანხა, 54 850 ლარი გადახდილია 2011 წელს გამოშვებული Mitsubishi I200 მოდელის ავტომობილში, ხოლო ყველა მცირე თანხად შესყიდულია ასევე 2011 წელს გამოშვებული Kia rio მოდელის ავტომობილში. როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, თბილისის საკრებულოს 2013 წელს საწვავის ხარჯების გეგმა შეადგენს 352 100 ლარს. აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაზრდილია 2014 წლის გეგმით და განისაზღვრა 432 000 ლარით. აღსანიაშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებული გეგმით, საწვავის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით სამჯერ აღემატება მთავრობის კანცელარიის გეგმიურ ხარჯს, ისევე, როგორც მთელი რიგი სამინისტროების მიერ დაგეგმილ შესყიდვებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თბილისის საკრებულოს მიერ მოწოდებულ საშტატო ნუსხის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მეტი შტატი გამოყოფილია მძღოლებისთვის – 37 საშტატო ერთეული”, – აცხადებენ IDFI-ში.