პროკურატურის განცხადებით, “საქმე ეხება გ. ღვინიაშვილის ქ. თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მომხდარ ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, გარდაცვალებისა და ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, ხოლო კ. ბუცხრიკიძის შემთხვევაში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ა. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთა მიერ სასჯელის მოხდისას საპატიმრო დაწესებულების უკანონოდ დატოვებისა და მათთვის კანონით აკრძალული შეღავათების გაწევის ფაქტებს”.