გარემოს დაცვის სამინისტროს განმარტებით, პროექტმა უნდა შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე/სანერგე მასალის ბრუნვას დაარეგულირებს, რომელიც “მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება”.
‘ცოცხალი გენმოდიციფრებული ორგანიზმების შესახ კანონპროექტის მიზანია ბიოუსაფრთხოების ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნა, რომელიც არეგულირებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებას. კანონპროექტის მიხედვით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება ჩაკეტილ სისტემაში საჭიროებს საქმიანობის ლიცენზიას, ხოლო გარემოში ინტროდუქცია იკრძალება. კანონპროექტის მოქმედების სფერო ვრცელდება მხოლოდ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე და და არ მოიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს და სამკურანლო საშუალებებს (ფარმაცევტულ პროდუქტებს)”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ზემოხსენებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ვისი აზრითაც, ამ პროცესის ადმინისტრირება ძალიან რთული იქნება:
“საუბარი არის ცოცხალ ორგანიზმებზე და, რა თქმა უნდა, აქ არის დამატებითი რეგულირების მექნიზმები, საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობამ და
მომხმარებელმა იცოდეს, რა პროდუქტს მოიხმარს და არის თუ არა იქ გენმოდიფიცირებული ელემენტები, თუმცა ამის ადმინისტრირება არის ძალიან რთული და ეს საკითხი წავა პარლამენტში განსახილველად და იქნება ძალიან ბევრი შენიშვნები. ასე რომ, საბოლოო მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ფორმურირებული არ არის”, – აცხადებს იგი.
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ შენიშვნების და მოსაზრებების გაზიარებისათვის მზდ არის.