ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ბავშვზე ზრუნვის ამბიციური რეფორმა, თუმცა DRI-ის კვლევებმა გამოაჩინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინსტუტიციონალიზებული ბავშვები დიდწილად ამოღებული იყვნენ ამ რეფორმის პროცესიდან.
ამ მხრივ, სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული პრობლემების განხილვის პარალელურად, ანგარიშში მკვლევარები ვრცლად ეხებიან ეკლესიის თავშესაფრების საკითხსაც.
“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებობს ობოლთა თავშესაფრების პარალელური სისტემა. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ხურავს სახელმწიფო ობოლთა თავშესაფრებს, ეკლესია განაგრძობს ახალი ობოლთა თავშესაფრების დაარსებასა და ფინანსირებას. რადგან ეს დაწესებულებები სრულიად არ რეგულირდება, ისინი წარმოადგენს განსაკუთრებით სერიოზულ საფრთხეს ადამიანთა უფლებების
თვალსაზრისით. ამ დაწესებულებებში არსებული ბავშვთა რაოდენობა უცნობია,”- წერია ანგარიშში.
DRI-ის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წლის სექტემბერში ჩაწერილი ინტერვიუს დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა უარი თქვა, DRI-სთვის მიეწოდებინა მონაცემები ბავშვების რაოდენობის შესახებ, რომლებიც იმყოფებიან მათი მზრუნველობის ქვეშ.
“განაცხადა რა, რომ მხოლოდ „რამდენიმე ბავშვი“ ცხოვრობს არაფორმალურ სამონასტრო სახლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს მთავრობის სოციალური დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა და UNICEF-მა მოახსენეს DRI-ს, რომ მათ არ იციან რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოს საეკლესიო დაწესებულებებში და რომ ისინი მთლიანად არარეგულირებადი არიან. ერთმა ქართველმა ბავშვთა უფლებების დამცველმა აქტივისტმა მოახსენა DRI-ს 2013 წელს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოწყობილ თავშესაფრებში შეიძლება იყოს 1200 ბავშვი, ხოლო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელი ასახელებს 1500-ს. რეალური რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს.”- წერს DRI.
ეკლესიების თავშესაფრებში ბავშვთა შესახებ რეალური მონაცემების არქონის გამო DRI სხვადასხვა რისკებზე საუბრობს, მათ შორის, ძალადობასა და ტრეფიკინგზე.
“საქართველოს საეკლესიო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვები მთლიანად ამოღებული არიან დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმებიდან. უცნობია, რამდენი შშმ ბავშვია კერძო ან საეკლესიო დაწესებულებებში. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებები შშმ ბავშვებისათვის იხურება, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აშენებს ახალ დაწესებულებებს, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდება მთავრობის მიერ და არც რეგულირდება და არც კონტროლდება. საეკლესიო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობის ან ადგილმდებარეობის შესახებ მთავრობაში ინფორმაციის ნაკლებობა ქმნის იმის საფრთხეს, რომ ბავშვები შეიძლება გახდნენ ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლნი მთავრობის ცოდნის გარეშე. ეკლესიის დაწესებულებების მონიტორინგის სრული არარსებობა ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაში ადამიანის ტერფიკინგთან მიმართებაში წარმოადგენს საშიშროებას იმ ბავშვებისთვის, ვინც იმყოფება სეგრეგირებულ, არარეგულირებად და დახურულ დაწესებულებებში.
საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაცა DRI-ს საქართველოს მთავრობის სოციალური დაცვის პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა განუცხადა, რომ “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხანდახან პოულობს მოწყვლად ოჯახებს და არწმუნებს მათ, გადასცენ ბავშვები ეკლესიას.”
აღნიშნულ საკითხზე DRI-მ საქართველოს მთავრობის მიმართ რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით,
“საქართველო მთავრობამ უნდა (A) გამოყოს ფინანსები აუცილებელი შშმ ბავშვების და მოზრდილების დეინსტიტუციონალიზაციისთვის, რომლებიც რჩებიან სახელმწიფო დაწესებულებებში და შექმნას თემზე დაფუძნებული ალტერნატივები შესაბამისი მომსახურებით და დაცვით; და (B) შექმნას თემის დახმარება, რომელიც აუცილებელია, რომ დაიგეგმოს ბავშვთა ყველა დაწესებულების ლიკვიდაცია, კერძო და საეკლესიო დაწესებულებების ჩათვლით;”