iPad ბანკის აპლიკაცია შქმნილია მსოფლიო ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად და გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, რომელიც უმარტივებს მომხმარებელს დისტანციურ ურთიერთობას ბანკთან. iPad ბანკს აქვს ყველა ის ფუნქცია, რომელიც თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკს გააჩნია.

 

თიბისი ბანკის iPad ბანკით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკზე რეგისტრირებული სახელითა და პაროლით, საჭიროა მხოლოდ iPad ბანკის უფასო აპლიკაციის ჩამოტვირთვა App Store-დან, რის შემდეგაც საკუთარი ფინანსების მართვა უმარტივესი ხდება. 

 

iPad ბანკის მოხმარება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პირველი ქართული აპლიკაცია iPad-ისთვის დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *