ახალი ამბები

ანონსი – 19 დეკემბერი

18 დეკემბერი, 2013 •
ანონსი – 19 დეკემბერი

10:00- საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

10:00 – სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” ორგანიზებით, კონფერენცია _ “პოლიტიკური ლანდშაფტი 2020: პოლიტიკური პარტიების მომავალი”, გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრება. 

10:00 – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს ქართველი და უცხოელი ექსპერტების, სფეროს დაინტერესებული მხარეებისა და დამოუკიდებელი სპეციალისტების მონაწილეობით, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
თემა: “კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი და რეკომენდაციები”. 

 

10:30 – “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) ორგანიზებითა და მხარდამჭერით, სასტუმროში “თბილისი მარიოტი” საქართველოს პარლამენტის წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

10:30 –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული კოლეჯი “სპექტრის” ინიციატივით, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” თემაზე “კერძო სექტორის როლი პროფესიული განათლების განვითარებაში” კონფერენცია გაიმართება.
მის: თელავის ქ. #20.

10:50 – “რეპორტიორის”” პრესკლუბში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი დირექტორი გიორგი უშიკიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: გათავისუფლება ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან.

11:00 – სასტუმრო “თბილისი მარიოტში” იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გამართება. 

11:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ვანო მერაბიშვილის ადვოკატები: ოთო კახიძე და გიორგი ჩივიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. 

11:00- საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია და EPI სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” აგროდაზღვევის თემაზე კონფერენციას უმასპინძლებენ.  თემა: “აგროდაზღვევა: კონცეფციიდან განხორციელებამდე”.

 

11:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ადამიანის უფლებათა ცენტრი,”,ყოფილი პოლიტპატიმრების, ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული პირების პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

11:30 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ყოფილი პოლიტპატიმრები, ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული პირები, ამ საქმის პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

11:30  “რეპორტიორის”” პრესკლუბში” დავით ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: მერაბიშვილისა და უგულავას საქმეები.

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური პრესკონფერენციას გამართავს. 

12:30-  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას გააკეთებს.

12:30 –  სასტუმრო “რედისონში”, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამომავლო პერსპექტივებზე დონორ ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრას გამართავს.
საკონტაქტო პირი ქეთი ტყეშელაშვილი – 577 55 77 35

 

13:00- “რეპორტიორის”” პრესკლუბში უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს გამართავს.

13:00 –  “ადვოკატთა ასოციაციის” ოფისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ახალი ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკის მიერ ადვოკატის მიმართ განხორიელებული ზეწოლა.
მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #36

13:30 –  “პირველის” პრესკლუბის სტუმარია “ქალთა პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი იქნება.
თემა: უმუშევრობის პრობლემა და მძიმე ეკონომიკური ფონი საქართველოში.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 01 82 45

14:00 – “პირველის” პრესკლუბის სტუმარი ადვოკატი ირმა ჭკადუა იქნება.
თემა: ვანო მერაბიშვილის განცხადება და გიგი უგულავას განაჩენი.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 01 82 45

 

14:00 -“პრაიმტაიმის” პრესკლუბში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი გამართავს პრესკონფერენციას. 

14.00 – საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოს შეხვდება.

15.00 – ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქობულეთში აქცია-ბრიფინგს გამართავს. 
მის: ქობულეთი, რუსთაველის ქუჩის ბოლო, ქობულეთის წვენების ქარხანა. 

15:00 –  “ქორთიარდ მერიოტში”, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრას გახსნის, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი ქეთი ტყეშელაშვილი – 577 55 77 35

16:00 – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილთა პროგრამა IV-ის შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართება. 

17:00 –  ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. 
მის: გორგასლის ქ. #16; VI სართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი