ახალი ამბები

ომბუდსმენმა ვანო მერაბიშვილი ციხეში მოინახულა

18 დეკემბერი, 2013 •
ომბუდსმენმა ვანო მერაბიშვილი ციხეში მოინახულა

“მერაბიშვილი ჰყვება იმ დეტალებს, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, ის არის გაკვირვებული, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიება არ არის დაწყებული. ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. ჩვენ საათზე მეტი ვისაუბრეთ დეტალებზე. აუცილებელია გამოძიების დაწყება. გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს, და რაც დაგვიანდება და გაიწელება ეს პროცესი, შესაძლოა, ამან უფრო მეტი კითხვის ნიშანი გამოიწვიოს,”- განაცხადა მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ უჩა ნანუაშვილმა.

 

ვანო მერაბიშვილმა გუშინ, 17 დეკემბერს განაცხადა, რომ შაბათს გამთენიისას გაიყვანეს ციხიდან, სავარუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში, სადაც მას დახვდა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც, როგორც მერაბიშვილი ამბობს, დაემუქრა, თუკი არ ითანაშრომლებდა გამოძიებასთან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხიელ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი