ახალი ამბებირეკლამა

GIPA-მ და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

29 მაისი, 2018 • 1901
GIPA-მ და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

გარემოსდაცვითი საკითხების წინ წამოწევისა და გაძლიერების მიზნით,  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთის მხრივ, სტუდენტების პრაქტიკული უნარჩვევების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

მემორანდუმის თანახმად, კომიტეტის სურვილის შემთხვევაში, GIPA ყოველწლიურად უზრუნველყოს კომიტეტის თანამშრომლების დასწრებას გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებულ თითოეულ სასწავლო კომპონენტზე; გაუწევს კონსულტაციებს კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში  შეიმუშავებს კომიტეტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალურ კურსებს.

კომიტეტი კი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს GIPA- გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და მენჯემენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ კომიტეტის აპარატში  საგაზაფხულო ან საშემოდგომო სესიების პერიოდში,  სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლას და პროექტებსა და კვლევით საქმიანობაში ჩართვას; მიაწვდის უნივერსიტეტს ინფორმაციას კომიტეტის აპარატში სხვადასხვა ვაკანტური თანამდებობების შესახებ; ორგანიზებას გაუწევს გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და მენჯემენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციების ორგანიზებას და სტუდენტების დასწრებას კომიტეტის სხდომებზე.

ღონისძიების დროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა GIPA- სტუდენტებს შეხვდა და ესაუბრა მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე, კომიტეტის საქმიანობის, საერთაშორისო ვალდებულებების, სამომავლო ღონისძიებების და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ. მემორანდოსდაცვითი საკითხების წინ წამოწევისა და გაძლიერების მიზნით,  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთი მხრივ, სტუდენტების პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებისა და, მეორე მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

მემორანდუმის მიხედვით, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას:

[checklist]

  • უფასოდ, ელექტრონული სახით მიაწოდოს კომიტეტს უნივერსიტეტის მიერ  საჯაროდ  გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები;
  • კომიტეტის სურვილის შემთხვევაში, ყოველწლიურად უზრუნველყოს კომიტეტის აპარატის თანამშრომლების გონივრული რაოდენობის მსმენელის სტატუსით დასწრება გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებულ თითოეულ სასწავლო კომპონენტზე.
  •  გაუწიოს კომიტეტს კონსულტაციები კომპეტენციის ფარგლებში;
  •  განიხილოს კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის, უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედ სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსზე ფინანსური შეღავათების დაწესების შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში;
  •  საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავოს   კომიტეტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალური კურსები ასეთის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული კურსის შინაარსი, ღირებულება და სხვა საკითხები განისაზღვრება მხარეებს შორის დამატებით გაფორმებული ხელშეკრულებით;

[/checklist]

ხოლო, კომიტეტი იღებს ვალდებულებას:

[checklist]

  • ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის მმართველობის სკოლის გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და მენჯემენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ კომიტეტის აპარატში  საგაზაფხულო ან საშემოდგომო სესიების პერიოდში,  სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლას ან/და პროექტებსა და კვლევით საქმიანობაში ჩართვას;
  • მიაწოდოს უნივერსიტეტს ინფორმაცია, კომიტეტის აპარატში სხვადასხვა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსების შესახებ;
  • მიაწოდოს  უნივერსიტეტს ინფორმაცია მისთვის საინტერესო კვლევებისა და სამეცნიერო მიმართულებების შესახებ;
  • ორგანიზება გაუწიოს მმართველობის სკოლის გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და მენჯემენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციების ორგანიზებას ან/და სტუდენტების დასწრებას კომიტეტის სხდომებზე;
  • ხელი შეუწყოს GIPA-სა და გარემოს დაცვის კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას.
  • კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს სტუდენტებისათვის გამოცდილების გაზიარებას (საჯარო ლექციები, საინფორმაციო ბროშურები და სხვ.)

[/checklist]

ღონისძიების დროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა GIPA- სტუდენტებს შეხვდა და ესაუბრა მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე, კომიტეტის საქმიანობის, საერთაშორისო ვალდებულებების, სამომავლო ღონისძიებების და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი