ახალი ამბები

საქართველომ ესპანეთთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება გააფორმა

18 დეკემბერი, 2013 •
საქართველომ ესპანეთთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება გააფორმა

„საქართველოს და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ის საქართველოს და ესპანეთის სამეფოს შესაბამის უწყებებს შორის ოპერატიულ-სამძებრო და სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის კუთხით გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.


აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალო მარფილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.



მასალების გადაბეჭდვის წესი