გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დელეგაციას შეუერთდა ჩოგბურთის ლეგენდა ბილი ჯინ კინგი, რომელიც ერთ–ერთი პირველი პროფესიონალი სპორტსმენია, რომელმაც ჯერ კიდევ 1980–იან წლებში ღიად განაცხადა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.
ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება ამერიკელი ჰოკეის მოთამაშე ქეითლინ ქეჰოუც, რომელიც ასევე ღიად აცხადებს, რომ გეია, ის 28 წლისაა და ორჯერ უკვე აქვს მიღებული მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში.
ათწლეულის მანძილზე მომავალი ოლიპმიური თამაშები პირველი იქნება, რომელსაც აშშ–ის პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრებიან. აშშ–ის პირველი ლედი, მიშელ ობამა 2012 წლის ზაფხულის ოლიპმიურ თამაშებზე, რომელიც ლონდონში ჩატარდა, დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, ხოლო ჯორჯ ბუში აქტიურად ესწრებოდა 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებს. უკანასკნელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კი აშშ–ის ჯგუფის ხელმძღვანელი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე იყვნენ.