ახალი ამბებირეკლამა

Buyers – ცნობილი და საერთაშორისო ბრენდები ერთ სივრცეში

28 მაისი, 2018 • 5158
Buyers – ცნობილი და საერთაშორისო ბრენდები ერთ სივრცეში

Buyers არის უპრეცედენტო ბრენდი ქართულ ბაზარზე, რომელიც მსოფლიოში ცნობილ და საერთაშორისო ბრენდებს თავაზობს მომხმარებელს. ის პირდაპირ კომუნიკაციაშია მომხმარებელთან, ითვალისწინებს მათ რჩევებს, აზრებს და ბევრ სიახლეს სთავაზობს .

მაღაზიას აქვს საკუთარი „შოურუმი“, სადაც მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ.

ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენს შოურუმში სასურველი სამოსი, სამკაული, თავს მოვლის საშუალებები, სახლის აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები დაგხვდებათ.

შოურუმი მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, 1912 წელს აშენებულ შენობაში, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

კომპანიის მთავარი მიზანია დააკმაყოფილოს მისი მრავალფეროვანი მომხმარებლების სურვილები, შესთავაზოს მათ გამარტივებული მომსახურეობა, რომელიც სასურველ პროდუქტს მყიდველს უმოკლეს დროში აპოვნინებს.

კომპანიისთის პრიორიტეტულია ქართველი დიზაინერები. შესაბამისად, შოურუმში ნახავთ: JANASHIA, KEBURIA, CHUBIKA, KETEVAN SAQARELI, GOLADAMIAN და სხვა.

ასევე, Buyers გთავაზობთ ცნობილ უცხოურ ბრენდებს: ADAM SELMAN, JUSTINE CLENQUET, MARIO BADESCU, VEJA, MIZON, MAISON LABICHE, KLAIRS, BAGGU, GHOSPELL, SISTER JANE, ABRAMS AND CHRONICLE BOOKS, ANNIEL, RMS BEAUTY და სხვა.

პროდუქციის დაბრუნება და გადაცვლა შესაძლებელია. ნებისმიერ პიროვნებას თუ კომპანიას აქვს შესაძლებლობა მისი პროდუქცია ჩვენთან განათავსოს. Buyers-ზე განთავსებული პროდუქცია უკვე თბილისშია და შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება 24 საათის განმავლობაში.

Buyers ი ასევე ცდილობს, რომ საქართველოში მულტიმედია განავითაროს. ამიტომაც BUYERS ონლაინ მაღაზიასთან ერთად აქვს საკუთარი ბლოგი, Buyers Mag (mag.buyers.ge) – ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო არხი, რომელიც Buyers-ის ბიზნეს წარმატების მთავარი საიდუმლოა და ასევე ახალგაზრდებს, განათლების მიღებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. უფრო მეტიც, რადგანაც ციფრულმა ეპოქამ ფოტოგრაფიის, როლი გაზარდა , კოპანიამ უკვე დაგეგმა მასტერკლასები უცხოელ ფოტოგრაფებთან და სტილისტებთან.

ბლოგის კონტექსტს კი თავიდან ბოლომდე ქმნის, Buyers-ის კრეატიული ჯგუფი, რომლებიც უმეტეს წილად სტუდენტებით არის დაკომპლექტებული და განათლებას და გამოცდილებას, ბევრი მიმართულებით იღებენ.

კომპანია აღიარებულია ისეთი საერთაშორისო პრესის მიერ, როგორებიც არიან vogue და harpers bazaar.

მასალების გადაბეჭდვის წესი