Buyers არის უპრეცედენტო ბრენდი ქართულ ბაზარზე, რომელიც მსოფლიოში ცნობილ და საერთაშორისო ბრენდებს თავაზობს მომხმარებელს. ის პირდაპირ კომუნიკაციაშია მომხმარებელთან, ითვალისწინებს მათ რჩევებს, აზრებს და ბევრ სიახლეს სთავაზობს .
მაღაზიას აქვს საკუთარი „შოურუმი“, სადაც მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ.
ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენს შოურუმში სასურველი სამოსი, სამკაული, თავს მოვლის საშუალებები, სახლის აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები დაგხვდებათ.
კომპანიის მთავარი მიზანია დააკმაყოფილოს მისი მრავალფეროვანი მომხმარებლების სურვილები, შესთავაზოს მათ გამარტივებული მომსახურეობა, რომელიც სასურველ პროდუქტს მყიდველს უმოკლეს დროში აპოვნინებს.
კომპანიისთის პრიორიტეტულია ქართველი დიზაინერები. შესაბამისად, შოურუმში ნახავთ: JANASHIA, KEBURIA, CHUBIKA, KETEVAN SAQARELI, GOLADAMIAN და სხვა.
ასევე, Buyers გთავაზობთ ცნობილ უცხოურ ბრენდებს: ADAM SELMAN, JUSTINE CLENQUET, MARIO BADESCU, VEJA, MIZON, MAISON LABICHE, KLAIRS, BAGGU, GHOSPELL, SISTER JANE, ABRAMS AND CHRONICLE BOOKS, ANNIEL, RMS BEAUTY და სხვა.
პროდუქციის დაბრუნება და გადაცვლა შესაძლებელია. ნებისმიერ პიროვნებას თუ კომპანიას აქვს შესაძლებლობა მისი პროდუქცია ჩვენთან განათავსოს. Buyers-ზე განთავსებული პროდუქცია უკვე თბილისშია და შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება 24 საათის განმავლობაში.
ბლოგის კონტექსტს კი თავიდან ბოლომდე ქმნის, Buyers-ის კრეატიული ჯგუფი, რომლებიც უმეტეს წილად სტუდენტებით არის დაკომპლექტებული და განათლებას და გამოცდილებას, ბევრი მიმართულებით იღებენ.
კომპანია აღიარებულია ისეთი საერთაშორისო პრესის მიერ, როგორებიც არიან vogue და harpers bazaar.
