ახალი ამბები

დიმიტროვი: საქართველომ შერჩევითი სამართლიანობის ფაქტი არ უნდა დაუშვას

18 დეკემბერი, 2013 •
დიმიტროვი: საქართველომ შერჩევითი სამართლიანობის ფაქტი არ უნდა დაუშვას

ამის შესახებ ფილიპ დიმიტროვმა კომენტარი მედიასთან “ჰოლიდეი ინში” საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეგიდით ბიზნესთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. 

ფილიპ დიმიტროვი თბილისის მერის გიგი უგულავასთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების ფაქტს გამოეხმაურა: 


“ყველამ კარგად იცის თომას ჰამერბერგის ანგარიში, იქ ნათლად წერია, რომ არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართლის ჩრდილიც კი. ჩემი რჩევაა, რომ მსგავსი ფაქტების დაშვება არ მოხდეს” – განაცხადა დიმიტროვმა. 

 

თბილისის მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მისულ თბილისის მერს, გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს, თუმცა ის არ დაუკავებიათ. 

 

მას ბრალი წაუყენეს  სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის განვითარების ფონდისთვის დედაქალაქის რეაბილიტაცია- განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

 

ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით უგულავას დაკავებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი