ახალი ამბები

თავმჯდომარე ფეხით ხომ ვერ გადაადგილდება ?! – კობახიძე 180 000-ლარიანი მანქანის ყიდვაზე

28 მაისი, 2018 • 10459
თავმჯდომარე ფეხით ხომ ვერ გადაადგილდება ?! – კობახიძე 180 000-ლარიანი მანქანის ყიდვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ შეიძინა იმ ღირებულების ავტომობილი, რაც საჭირო იყო. საუბარია ავტომობილზე, რომლის ღირებულებაც, IDFI-ის ინფორმაციით, 180 000 ლარია.

“თავმჯდომარე ფეხით ხომ ვერ გადაადგილდება თბილისიდან ბათუმში და ძალიან ხშირად  მას უწევს ამ მანძილების გავლა. ეს, მე მგონი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, ხომ?! სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლებს მთელ მსოფლიოში აქვთ. მე ვერ გეტყვით, რა თანხაა გადახდილი, ნამდვილად ვერ გეტყვით, ალბათ გადახდილია ის, რა საჭიროებაც იყო”, – განაცხადა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI)  დღეს, 28 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოს მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.  მონიტორინგის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის ავტომობილი 180 000 ლარად შეიძინეს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს შეძენა არარაციონალურია. ორგანიზაციის ცნობით, შეძენა 2017 წელს განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი