ახალი ამბები

NDI: სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა 66%–ს მისაღებად მიაჩნია

18 დეკემბერი, 2013 •
NDI: სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა 66%–ს მისაღებად მიაჩნია

NDI–ს წინა კვლევის თანახმად, ოლიმპიადაში მონაწილეობა მისახლეობის 76%–ს მიაჩნდა მისაღებად, ხოლო მოწილააღმდეგეთა რიცხვი 11% იყო. 

 

რაც შეეხება აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, გამოკითხულთა 70% აღნიშნულს მისაღებად მიიჩნევს, ხოლო 19% მიუღებლად. წინა შედეგებით მომხრეთა რიცხვი 75% იყო, ხოლო მოწინააღმდეგეთა რაოდენობა- 15%.

 

კვლევის ფარგლებში მოსახლეობას შეკითხვა დაუსვეს ასევე საქართველოს მთავრობის რეაგირებასთან დაკავშირებით მავთულხლართების გავლების საკითხზე. მოსახლეობის 48% ხელისუფლების რეაგირებას მისაღებად მიიჩნევს, ხოლო 28%–სთვის მთავრობის რეაგირება მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი