ახალი ამბები

NDI–ს კვლევის თანახმად 70% უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

18 დეკემბერი, 2013 •
NDI–ს კვლევის თანახმად 70% უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

NID-ს საქართველოს ოფისის დირექტორის, ლუის ნავაროს განცხადებით, ამ მოსაზრებას საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იზიარებს, შედარებით განსხვავებული მაჩვენებელია მხოლოდ გორისა და ამბროლაურის ოლქში. ამბროლაურის მოსახლეობის 14% უმცირესობათა საკითხს სრულიად უმნიშვნელოდ მიიჩნევს, გორის ოლქში კი ეს მაჩვენებელი 4%–ია, თუმცა აქ შედარებით მაღალია (17%) იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პასუხზე უარი განაცხადა.


კვლევის თანახმად, ადამიანები უმცირესობებში, პირველ რიგში, მოიაზრებენ რელიგიურ, ეთნიკურ უმცირესობებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.


NDI–ს მიერ ჩატარებული წინა კვლევის მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უმცირესობათა უფლებებს მნიშვნელოვნად ან ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, 61%–ს შეადგენდა.


მასალების გადაბეჭდვის წესი