ახალი ამბები

რა მდგომარეობა შექმნა თოვლმა საქართველოს გზებზე

18 დეკემბერი, 2013 •
რა მდგომარეობა შექმნა თოვლმა საქართველოს გზებზე

 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ56 მონაკვეთში (ნაქერალას უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ამასთან, დიდთოვლობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ10-კმ106 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ10-კმ65 მონაკვეთში თავისუფალია, ხოლო კმ65-კმ106 მონაკვეთში დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ10 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ვაზიანი–გომბორის საავტომობილო გზის კმ1–კმ28 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთზე (კმ28–კმ65 თელავამდე) მათი გადაადგილება აკრძალულია.

 

“ამასთანავე გაცნობებთ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ასევე თავისუფალია ბორჯომსა და გუდაურამდე მისასვლელი გზები. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი