“მეგობრებო, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ გასაგები მიზეზების გამო ასე დაგვიანებით მიწევს დღევანდელ მოვლენებზე რეაგირება. ვანო მერაბიშვილის განცხადებამ ცხადყო, რომ ხელისუფლება გადავიდა ტერორის ოცდაათიანი წლების საბჭოთა მეთოდებზე. ამასთან ერთად, ახალი პროკურორის დანიშვნის დღიდან აღარ მეძლევა საშუალება მოვინახულო ჩემი მეუღლე. ამასაც განვიხილავ პროკურატურის მხრიდან ზეწოლად პოლიტპატიმარ ვანო მერაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე. მოგიწოდებთ, ხვალ, 12:30 სთ-ზე მთავარ პროკურატურასთან შევიკრიბოთ და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე”, – წერს თაკო მერაბიშვილი ფეისბუკზე.
ნეტგაზეთმა თაკო მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება სასჯელაღსრულების სამინისტროში სცადა, თუმცა იქიდან პროკურატურაში გადაგვამისამართეს. მთავარ პროკურატურაში კი ჯერჯერობით განცხადების გაკეთებისაგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გაკეთებენ.