“მე აქ უამრავი მეგობარი შევიძინე, ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში. ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურვილები საკმარისი არ არის, გვჭირდება დასაქმება, სწავლა და ჩვენს ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ უფრო გააქტიურდეს ამ საკითხში,” -ამბობს ანა ლორთქიფანიძე.

 

“პირველი ნაბიჯი-საქართველოს” ფსიქოლოგის, ლიკა მხატვარის თქმით, მსგავსი აქტივობები იმის ხაზგასმაა, რომ საზოგადოების ყველა წევრი ნიჭიერია.

 

“ეს პროექტი მიზნად ისახავს წარმოადგინოს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ერთნაირი უფლებები, ვართ ნიჭიერები, კრეატიულები და სოციალიზაციის უფლებაც გვაქვს. ფოტოებზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მთავარი არის არაადაპტირებული გარემო, რაშიც ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს. საჭიროა გარემოს ადაპტირება, ადაპტირებული ტრანსპორტის მოწოდება და სამუშაო ადგილების შექმნა”,- თქვა ლიკა მხატვარმა. 

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია აცხადებს, რომ ქუთაისში ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომელიც ყველა მოქალაქეს ცხოვრების თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს. 

“ყველა ღონისძიება, რომელიც შშმ პირების ინტეგრირებისათვის არის მიმართული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ამიტომ გარემო უნდა იყოს ადაპტირებული იმისათვის, რომ ამ ადამიანებსაც შეეძლოთ საზოგადოებაში ინტეგრირება. ჩვენ ვართ ამ ღონისძიების მხარდამჭერი და გამოვხატავთ სითბოს და ყურადღებას ამ ადამიანების მიმართ, თუმცა უფრო დიდი პროექტებია განსახორციელებელი, გარემო უნდა იყოს ინტეგრირებული, როგორც გადაადგილების, ასევე სხვადასხვა მიმართულებით შეძლონ სრულფასოვნად თავიანთი როგორც ინტერესების, ასევე, საქმიანობის განხორციელება. ვეცდებით ყველანაირად, რომ სატრანსპორტო საშუალების რაღაც რაოდენობა იყოს გათვალისწინებული, რომ ადამიანებს გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდეთ. ეს უკვე წლების საკითხია,”- განაცხადა შოთა მურღულიამ. 

 

დღევანდელი გამოფენა ქალაქის მერიის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “პირველი ნაბიჯი-საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *