პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეიქმნება სრულიად ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი, სადაც ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ.
პრემიერ-მინისტრის ცნობით, ახალი ფორმატის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროპისა და საქართველოს მთავრობის წევრები შეიკრიბებიან და განიხილავენ საქართველოს ინტეგრაციის მიღწევებს და სამომავლო გეგმებს დასახავენ.
გიორგი კვირიკაშვილიმა ახალი ფორმატის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთად ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა. იუნკერი საქართველოს პირველად ეწვია და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდა.