ახალი ამბები

ომბუდსმენმა პრევენციისა და მონიტორნგის დეპარტამენტის ახალი უფროსი წარადგინა

17 დეკემბერი, 2013 •
ომბუდსმენმა პრევენციისა და მონიტორნგის დეპარტამენტის ახალი უფროსი წარადგინა

ნანუაშვილის თქმით, კვარაცხელიას კანდიდატურა სპეციალური კომისიის მიერ ხანგრძლივი კონკურსის შემდეგად იყო შერჩეული. 

 

“მას დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. დიდი გამოცდილება აქვს სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის. გარდა ამისა, დღეს უკვე სრულყოფილად არის დაკომპლექტებული ეს დეპარტამენტი, სადაც 6 ადამიანი მუშაობს. ასევე, 40 ექსპერტი ჩაერთვება არაგეგმიურ მონიტორინგში, რომელიც უკვე იწყება. ეს 40 ადამიანი უკვე შეირჩა რამდენიმე თვის წინ და მათი ვინაობა საჯაროა,”- ამბობს ნანუაშვილი. 


“ბუნებრივია, ვიცნობ ამ სისტემას და იქ არსებულ პრობლემებს, და ახალი შემართებით გავარგძელებთ საქმიანობას, რათა არ დავუშვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა,”- ამბობს დეპარტამენტის ახალი უფროსi ნიკოლოზ კვარაცხელია. 


პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ნიკოლოზ კვარაცხელიამ ნათია იმნაძე შეცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი