როგორც ბოკერიამ რუსთავი 2–ს განუცხადა, ოთარ ფარცხალაძის უწყების მიმართ არავითარი ნდობა არ არსებობს, მერაბიშვილის მონათხრობიდან გამომდინარე:
“მაფიოზურ, ძველბიჭურ, კრიმინალურ გარჩევაზე ოპოზიციის ლიდერის მძევლად წაყვანა, რომელიც ციხეში ზის… შემდეგ აშკარა მუქარა და რაღაც აბსურდული გარიგების შეთავაზება… ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დროს, პირველ რიგში, კმაყოფილდება ადვოკატების მოთხონა, რომ სამეთვალყურეო კამერების ფირები იყოს გადმოცემული, რათა ვნახოთ, რა მოხდა. ასეთი სკანდალური და საფუძვლიანი ბრალდების ფონზე ეს გამოძიება უნდა აწარმოოს საპარლამენტო კომისიამ, რადგან არნაიარი ნდობა ამ პირის მიმართ, რომელიც ასეთ მაფიოზურ გარჩევებში მონაწილეობს და ციხეში მყოფ ოპოზიციის ლიდერს მძევლად აქცევს და აკაჩავებს, არ არსებობს”, – განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ზეწოლა განახორციელა, რათა მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეებზე ეთანამშრომლა მათთან.