“მაშინ, როცა შეთავაზებული კანონპროექტი უფლებას იძლევა საკმაოდ მრავალრიცხოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სტატუსი ჩამოერთვას, ნათლად არ არის განმარტებული, „განსაკუთრებული შემთხვევები“ პრაქტიკაში როგორ განხორციელდება. მეტიც, კანონპროექტი არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებს გამორიცხავს. კანონპროექტი არც სტატუსის მოხსნის პროცესის ეფექტურ აღსრულებასა და კონტროლის გარანტიებს იძლევა,”- ნათქვამია მიმართვაში.
“საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციის” მიმართვაში აღნიშნულია, რომ შეთავაზებული ცვლილება ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ჩარჩო-შეთანხმებას “საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ”
საია ხაზს უსვამს, რომ საკითხის პრობლემატურობას ზრდის ის გარემოება, რომ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ კანონპროექტი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესსა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლის საჭიროებას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში არც კულტურის ექსპერტები და არც საზოგადოების წარმომადგენლების ყოფილან ჩართული”,- წერია მიმართვაში.
საია გაეროს კულტურის ორგანიზაციას სთხოვს, რომ ყურადღებით დააკვირდეს კანონპროექტის განხილვის პროცედურებს და მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებსა და საზოგადოების ინტერესს, დაიცვას საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა (გარდა ეროვნული კატეგორიის მქონე ან/დამსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) შესაძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირებისუფლების მქონე უწყების წარდგინებით,საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამ საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. კანონპროექტის მოსმენა ბიუროს სხდომებზე ამჟამად შეჩერებულია. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ისინი კულტურის სფეროს სპეციალისტებთან ერთად კანონპროექტის ცვლილებაზე მუშაობენ.