ახალი ამბები

მერაბიშვილმა ადვოკატებს აცილება მისცა

17 დეკემბერი, 2013 •
მერაბიშვილმა ადვოკატებს აცილება მისცა

“ვანო მერაბიშვილმა, გამომდინარე იქიდან, რომ მის მიმართ უშუალოდ მთავარი პროკურორის მიერ ხორციელდება შანტაჟი და მუქარა, განაცხადა უარი სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე, და ეს ბრალდებულის უფლებაა, და ამავე დროს მის დამცველებს აუკრძალა დაცვის განხორციელება. ბრალდებულის უფლებაა თავი დაიცვას თავად და მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით. მან გამოთქვა სურვილი, რომ ექსტრაორდინარული ვითარების გამო მისი პროცესი აღარ გაგრძელებულიყო. სასამართლო პროცესი გადაიდო 25 დეკემბერამდე,”- ამბობს ოთარ კახიძე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი. 


მეორე ადვოკატის, დავით ხაჟალიას თქმით, ადვოკატებმა უკვე მოითხოვეს 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით ჩანაწერების უწყვეტ რეჟიმში მათთვის გადაცემა.


“რათა შევძლოთ ამ ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა მასზე, დაველოდებით რა პასუხს მოგვცემს დეპარტამენტი,”- ამბოსბ ხაჟალია.

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ზეწოლა განახორციელა, რათა მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეებზე ეთანამშრომლა მათთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი