ახალი ამბები

ლიეტუვის პრეზიდენტი: ნატოსთვის კავკასიაში თქვენი ქვეყანა საუკეთესო პარტნიორია

25 მაისი, 2018 • 1381
ლიეტუვის პრეზიდენტი: ნატოსთვის კავკასიაში თქვენი ქვეყანა საუკეთესო პარტნიორია

ლიეტუვას პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, საქართველო კავკასიის რეგიონში ნატოსთვის საუკეთესო პარტნიორია, ხოლო თავად ლიეტუვა მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

“ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას, როგორც ევროპის კავშირის, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში იმიტომ, რომ საქართველო ნამდვილად მოწინავე ქვეყანაა და საუკეთესო მაგალითია რეფორმებისა და მიღწევების თვალსაზრისით. ამავეს ვიტყოდი ნატოს შესახებაც. მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებას გარკვეული გამოწვევები გააჩნია და ყველა თანხმდება, რომ გეოპოლიტიკის დინამიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება” – აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, რითაც მას ნატოსკენ სავალი გზა უადვილდება.

“ფორმალური მხარეების დაჩქარება, რა თქმა უნდა, საჭიროა და ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით”, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა დღეს, 25 მაისს, გამართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გვერდით ყოფნა პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი