ახალი ამბები

ინაშვილი: “პატრიოტთა ალიანსის” არცერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი-2-ს

25 მაისი, 2018 • 5614
ინაშვილი: “პატრიოტთა ალიანსის” არცერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი-2-ს

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტია სრულად ეთანხმება საპატრიარქოს მიერ 24 მაისს გავრცელებულ განცხადებას და “პატრიოტთა ალიანსის” არცერთი წევრი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ინტერვიუს არ მისცემს:

გუშინ, 24 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქო ასევე აცხადებს, რომ სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მისი ფასეულობები.

ამავე თემაზე

მინდიაშვილი: საპატრიარქოს იარაღი არა ღვთის სიყვარული, არამედ მოღერებული ტაბურეტია

სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ს ინტერვიუებს აღარ მისცემს

მინდიაშვილი: საპატრიარქოს იარაღი არა ღვთის სიყვარული, არამედ მოღერებული ტაბურეტია

მასალების გადაბეჭდვის წესი