09:00 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი არმაზ ახვლედიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის სოციალ დემოკრატთა ფაქტების დამდგენი მისიის დელეგაციას შეხვდება. შეხვედრის ადგილი „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი, ერეკლე მეორეს ქუჩა ( ვარდისფერი შენობა)
10:00 – სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ იწყება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 42-ე პლენარული სესია. ჩატარდება დელეგაციების მდივნების გაერთიანებული შეხვედრა, ასამბლეის ბიუროს სხდომა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების შეხვედრა.
10:30 – თბილისის საკრებულოს ფრაქციების “ნაციონალური მოძრაობა–განახლებული თბილისი” და “ნაციონალური მოძრაობა–რეფორმატორები” თავმჯდომარეები თამაზ შოშიაშვილი და თემურ გრიგალაშვილი საკრებულოში ბრიფინგს გამართავენ. თემა: ინფრასტრუქტურული პროექტები.
11:00 – ჰოლიდეი ინნ-ში მეცხვარეთა ასოციაციის კონფერენცია გაიმართება.
11:00 – თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება -თბილისელების” გაფართოებული სხდომა გაიმართება. თემა: დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემები.
11:30 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძრვანელი ემზარ გოგუაძე სამეურვეო საბჭოს შერჩევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:30 – “იმედის” ლიდერი ირინა სარიშვილი პირველის პრესკლუბის სტუმარი იქნება. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
12:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 – “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პირველის პრესკლუბის სტუმარი იქნება. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
12:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თბილისის სკოლების 2012-2013 სასწავლო წლის 300 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადაეცემა. მისამართი: უზნაძის 52
12:00 – საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამართავს სპეციალურ პრესკონფერენციას. თემა: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაგეგმილი საქმისწარმოება შპს „ენერჯი გრუპის“ (რადიო ზენიტი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით. მისამართი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N 15
12:00 – პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში (ალ. ყაზბეგის გამზ. 21) გაიმართება პრეს კონფერენცია, სადაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს პროკრედიტ ბანკისგან გადაეცემა ექსლიბრისების უნიკალური კოლექცია! პრესკონფერენციას გაუძღვებიან პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი საშა ტერნესი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა.
12:00 – კომპანია Deloitte საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ბაისუბნის საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელების დასახმარებლად საქველმოქმედო საშობაო ბაზრობას გამართავს. ბაზრობა გაიმართება ტაბიძის ქუჩაზე (კაფე Downtown-ის პირდაპირ).
12:30 – დიმიტრი ლორთქიფანიძე პირველის პრესკლუბში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
13:00 – თიბისი ბანკის 21 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბანკის ყველაზე ძველ ფილიალში შედგება პრეს კონფერენცია, რომელზეც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე სამი უახლესი პროექტის პრეზენტაციას გამართავს! მის: თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი (ჭავჭავაძის 11).
13:00 – საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ აბაშიძე პირველის პრესკლუბის სტუმარი იქნება.
13:30 – „პრაიმტაიმის პრეს კლუბში“ რვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები „ ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“, „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაცია“, „თავისუფალი ზონა“, „უცხოელ სტუდენტთა ალიანსი ლატვიაში“, „ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი“, „კლუბი სმარტი“ თანამშრომლობის შესახებ განცხადებას გააკეთებენ.
14:00 – სასტურო “Holiday Inn”-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრ ბატონ შალვა ფიფიასა და ბიზნეს სექტორს შორის.
14:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ლაშა ტუღუში პრესკონფერენციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის კონკურსთან დაკავშირებით გამართავს.
14:00 – საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება მსოფლიო კინემატოგრაფის გამოჩენილი ირანელი რეჟისორი მოჰსენ მაჰმალბაფი.
15:15 – პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ კორმინისთან სასტუმრო ”თბილისი მერიოტი”, შეხვედრების ოთახი ”მეფე დავითი”.
16:00 – პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ კორმინის ერთობლივი ბრიფინგი სასტუმრო ”თბილისი მერიოტი”, შეხვედრების ოთახი ”მეფე დავითი”.
