„ჩვენ არ შეგვიძლია, სასწორზე დავდოთ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნდა გვქონდეს ზუსტი და უტყუარი არგუმენტი იმისა, რომ ამ სივრცეში ადამიანების ყოფნა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“,− განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, შენობის შეფასების პროცესში სხვა სპეციალისტებიც ჩაერთონ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შენობა სრული დატვირთვით მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს მუშაობას, როდესაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გამოირიცხება.