ახალი ამბები

პროკურატურა ალექსანდრე ნინუაზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

16 დეკემბერი, 2013 •
პროკურატურა ალექსანდრე ნინუაზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

მათი ინფორმაციით, პროკურატურაში 2012 წლის 19 ოქტომბერს და 2013 წლის 2 ივლისს შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის  შუამდგომლობები სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე, რაც მოიცავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსის, ალექსანდრე ნინუას მოწმის სახით დაკითხვას. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა და ალექსანდრე ნინუა დაიკითხა.

 

“მოწმის სახით დაკითხვას ქართულ მხარესთან ერთად ესწრებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი. პროკურატურის მხრიდან ალექსანდრე ნინუას უფლებების შეზღუდვის ფაქტს ადგილი არ ჰოქნია. ნინუას არ ჰქონია შეზღუდული გადაადგილება და 2013 წლის განმავლობაში მან რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. კატეგორიულად უარვყოფთ ალექსანდრე ნინუაზე ნებისმიერი სახის ზეწოლის ფაქტს და აღვნიშნავთ, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისას ალექსანდრე ნინუას დეტალურად განემარტა მისი, როგორც მოწმის უფლება–მოვალეობები, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

ალექსანდრე ნინუას, რომელიც უწყებაში დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს მუშობდა, 14 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ტარების ბრალდებით დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი