ახალი ამბები

მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციები სახალხო დამცველს

16 დეკემბერი, 2013 •
მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციები სახალხო დამცველს

მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ოგე ბორჩგრევინკი, კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტი იორგენ იოჰანესი, გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სოლიდარობის საკითხებში ვირჯინია დანდანი და გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებათა საკითხებში მაინა კაია. ამ უკანასკნელმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო.

 

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საბჭომ, რომელიც 4 უცხოელი ექსპერტისგან შედგება, სახალხო დამცველის ოფისს რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია წარუდგინა:

 

“რეკომენდაციები მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ადამიანის უფლებების კუთხით მოსახლეობის განათლებას. მეტი კვლევა და ანალიზი უნდა გაკეთდეს ინფორმაციის, რათა წარმოჩინდეს ის პრობლემები, რაც არსებობს. ასევე რეკომენდაცია იყო, რომ ვიმუშაოთ პრევენციის კუთხით”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

 

სახალხო დამცველის მრჩეველთა საბჭოს წევრის, ნორვეგიის ჰელსინიკის კომიტეტის მრჩეველ ოგე ვორჩგრევინკის განცხადებით, ლაფანყურის ინციდენტთან დაკავშირებით მრავალი პასუხგაუცმელი შეკითხვა არსებობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახლახო დამცველის სპეციალური ჯგუფის მიერ დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

 

“მე ვიყავი ადგილზე, ვესაუბრე პაკნიკისის ხეობაში მცხოვრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. არსებობს მრავლი პასუხგაუცმელი შეკითხვა. დაახლოებით ერთი თვის წინ მე ასევე შევხვდი საქართველოს მთავარ პროკურორს. მე მას შეკითხვა დავუსვი გარდაცვლილთა რაოდნეობასთან დაკავშირებით. მან არ იცოდა გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი. თუნდაც ეს არის დამადასტურებელი, რომ არსებობს პასუხგაუცმელი შეკითხვები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის უწყება, რომელიც აწარმოებდა სპეცოპერაციას, ამ საქმეს თავად იძიებს”, – განაცხადა ვორჩგრევინკმა.

 

ამ საკითხს გამოეხმაურა უჩა ნანუაშვილიც. მისი განცხადებით, საზოგადოებას კვლავ არ აქვს ინფორმაცია ამ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

“არავინ არ არის დასჯილი. ხოლო დაღუპულთა ოჯახებს გარდაცვალების მოწმობები ჯერ კიდე არ მიუღიათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი