“სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის ამგვარი ლეგიტიმაცია საშუალებას გვაძლევს პირველად ქვეყნის ისტორიაში რეფორმები სატყეო სექტორში იყოს თანმიმდევრული”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ტყეების მიმართ – მათი ძირითადი ფუნქციური დანიშნულებისა და ფასეულობების გათვალისწინებით.
ეროვნული სატყეო პოლიტიკა ერთიანია საქართველოს ყველა ტყისთვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და მართვის ფორმისა. იგი საფუძვლად დაედება სატყეო სექტორის კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობისა და სხვა პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავებას და არსებულის დახვეწას.
ეროვნული სატყეო პილიტიკის მიზანს წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს: ქვეყანაში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვის საკითხებში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დაიწყო საქართველოს ეროვნულ სატყეო პროგრამაზე მუშაობის პროცესი, რომელიც ეროვნული სატყეო პოლიტიკის გატარებასა და განხორციელებას ქვეყანაში.
