პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მისიის ხელმძღვანელს, ევროპული ფორუმის პრეზიდენტს, შვედ პოლიტიკოსს, ტომი ვაიდელიხს ვიზიტისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც სოციალ–დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აფიქსირებენ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ და, როგორც პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ევროპელ სოციალისტებთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
მათივე ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობების საკითხის გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემატიკის შესახებ ისაუბრეს.

