ახალი ამბები

კალაძე: ავთანდილ ბერიძე პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს

14 დეკემბერი, 2013 •
კალაძე: ავთანდილ ბერიძე  პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს

“საგანგებოდ გვინდა გამოვეხმაუროთ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და გავიზიაროთ საზოგადოების გულისწყრომა. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა, იქნება ის არჩეული თუ დანიშნული რაიმე თანამდებობაზე, უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებმოსილებისა და მოვალეობის ეფექტური შესასრულებისთვის არის საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს ქართული ოცნების წევრი, როგორც ჩანს, ვერ ათვიცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირად ღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოაგდოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. ავთო ბერიძის საკითხს განიხილავს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო უახლოს სხდომაზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”- ნათქვამია განცხადებაში .

 

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენას გეგმავს, ამის თაობაზე შესყიდვების სამსახურმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით უმაღლესი საბჭოს ავტოპარკინგს 2013 წელს გამოშვებული ჯიპი შეემატება, რომელშიც უმაღლესი საბჭო მაქსიმუმ 83 300 ლარს გადაიხდის. 

 

წინასწარ გაწერილი მოთხოვნების მიხედვით 2013 წელში გამოშვებული ავტომანქანა აღჭურვილი უნდა იყოს ორმაგი უსაფრთხოების, ასევე მუხლისა და გვერდითი ბალიშებით, გარე განათების კონტროლის მექანიზმით, ელექტრომართვის სარკეებითა და წინა და უკანა პარკინგის სენსორით. მანქანას უნდა გააჩნდეს ხედვის კამერა, უკანა სვლის მონიტორი, ორმაგი ავტოკონდიციონერი, წინა და უკანა სანისლე ფარები, ტყავის ინტეგრირებული საჭე, ტელეფონის ბლუთუზსისტემა და მაცივარი. ფერი შეთანხმების საგანია.  შესაბამისი პირობების გათვალისწინებით წინადადებები უმაღლეს საბჭოს მიმწოდებლებმა 12 დეკემბრამდე უნდა წარუდგინონ

მასალების გადაბეჭდვის წესი