ახალი ამბები

პოლონეთში ქართველი ოფიცრის, გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

24 მაისი, 2018 •
პოლონეთში ქართველი ოფიცრის, გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

კრაკოვში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტაქტო ოფიცრის, გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი, კრაკოვის მერი იაცეკ მაიხროვსკი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაროსლავ შარეკი, დეპუტატი კორნელ მორავიეცეკი და გიორგი ტურაშვილის შვილი.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,  სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაზე და ყურადღება გაამახვილა პოლონეთის არმიაში მოღვაწე ქართველი ოფიცრების როლის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ელჩმა ქართველი ოფიცრის საფლავი მოინახულა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, კრაკოვში,  ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში ასევე მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით – „პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცრები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი