ახალი ამბები

სოკარი: გაზმომარაგება ბათუმში 17:00 საათისთვის სრულად აღდგება

14 დეკემბერი, 2013 • • 1263
სოკარი: გაზმომარაგება ბათუმში 17:00 საათისთვის სრულად აღდგება

“90% გაზი მიეწოდება, 10%-ია დარჩენილი, მუშაობენ თანამშრომლები და ერთ საათში მორჩებიან. გაზი, ღამის პირველ საათზე გაითიშა, 5 საათამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, დილით, 9 საათიდან დავიწყეთ დატვირთვა, 90% დატვირთულია, ყველა ობიექტები, დარჩენილია ჩიხები და იმითაც ასრულებენ, ერთ საათში 100%-იანი დატვირთვა იქნება”- განუცხადა “ნეტგაზეთს” თენგიზ ქოქოლაძემ. 

 

მისივე თქმით, სიცივიდან გამომდინარე, ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება გაიზარდა.

 

“აქედან გამომდინარე, კორპარაცია მაგისტრალ გაზსადენზე გარკვეულ ღონისძიებას ატარებს. ზოგი იძახის, რომ გასკდაო. არაფერი არ გახეთქილა, გაზი მოდის და არ ჩამქრალა”

 

შეგახსენებთ, რომ ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა, 5 დღის მანძილზე მოსახლეობას ელექტროენერგიაც შეზღუდულად მიეწოდებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი