ახალი ამბები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის

13 დეკემბერი, 2013 •
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის

იგი აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.


ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს სხვადასხვა სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიურ პროგრამას შემდეგ დეპარტამენტებზე:


* ბიზნესი ( MBA) * კოგნიტური მეცნიერება (PhD) * ეკონომიკა * გარემოს დაცვა და პოლიტიკა * გენდერული სწავლებები * ისტორია * საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპეისტიკა *იურიდიული * გამოყენებითი მათემატიკა * შუა საუკუნეების კვლევები  * ნაციონალიზმის  კვლევები * ფილოსოფია  * პოლიტმეცნიერება * საჯარო პოლიტიკა * სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია * საჯარო პოლიტიკის სკოლა ( მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში, 2 წელი).

 

გრანტები და სტიპენდიები


ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ნიჭიერ ახალგაზრდებს სთავაზობს შემდეგი სახის ფინანსურ დახმარებას: 


– სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას სამაგისტრო პროგრამებზე; 


– სწავლის ღირებულების სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას სამაგისტრო პროგრამებზე; 


– ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები; 


– ერასმუს მუნდუსის პროგრამის სტიპენდიები და კვლევითი გრანტები. 
 

ინფორმაცია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტიპენდიების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე.   


განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადებია:

– 2014 წლის 2 იანვარი – მესპომისა და  მუნდუსის პროგრამებზე, მათთვის ვისაც სურთ დაფინანსების მოპოვება


– 2014 წლის 23 იანვარი ყველა დანარჩენ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე;


– 2014 წლის 5 მაისი – მესპომისა, მუნდუსისა და მატილდას პროგრამებზე და     საჯარო პოლიტიკის ერთწლიან პროგრამაზე, მათთვის ვისაც არ სურს  დაფინანსების მოპოვება.  

 

საგანაცხადო ფორმის გაგზავნის საფასურია  40 აშშ. დოლარი.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია და საგანაცხადო ფორმის ელექტრონული ვერსია იხილეთ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრშიშემდეგ მისამართებზე:

თბილისი – ჭოველიძის ქ. 10; ტელ.: 2252615;  კონსულტაციის დღე – ორშაბათი, 14:30 სთ.


ბათუმი – ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817


ახალციხე – რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; I სართ; ტელ.: 221551 


თელავი – ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139


ქუთაისი – ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ.,I I სართული; ტელ.: 551710071.

მასალების გადაბეჭდვის წესი