ახალი ამბები

საქართველოს გზებზე არსებული შეზღუდვები დიდთოვლობის გამო

13 დეკემბერი, 2013 •
საქართველოს გზებზე არსებული შეზღუდვები დიდთოვლობის გამო

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შემოსავლელი გზის კმ1-კმ49 (ზაჰესი-რუსთავი) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ156 (ნატახტარი–ხუნევი) მონაკვეთზე გუშინ (12.12.2013) დაწესებული აკრძალვა მოხსნილია. ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი
თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი

კახეთში ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ65 (ვაზიანი–თელავი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი(ლოჭინი)-წნორი მონაკვეთზე (კმ21-კმ119) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–მთიანეთში თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გზის  დანარჩენ მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  თავისუფალია.

სამცხე–ჯავახეთში დიდთოვლობის გამო, ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

იმერეთში თოვლისა და ქარბუქის გამო, გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1–კმ106 (გომი–ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1–კმ56 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ36 მონაკვეთში თავისუფალია, ხოლო კმ36–კმ56 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ასევე ინტენსიური თოვის გამო, ჩოლაბურის ხიდი–თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ1–კმ29 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ30-კმ51 (მოლითი–ჩუმათელეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სამეგრელო–ზემო სვანეთში დიდთოვლობის  გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გურიაში დიდთოვლობის გამო, საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ54 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქვემო ქართლში ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ20–კმ95 (ფარცხისი–ნარდევანი) მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი