ახალი ამბები

დავით ნარმანია: მაღალმთან აჭარაში არის ადგილები, სადაც ტექნიკა ვერ შედის

13 დეკემბერი, 2013 •
დავით ნარმანია: მაღალმთან აჭარაში არის ადგილები, სადაც ტექნიკა ვერ შედის

ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

“არის რამდენიმე ადგილი, სადაც ფიზიკურად ტექნიკა ვერ შედის. განსაკუთრებით აქ საუბარი არის ენერგეტიკის სამინისტროს მომართვაზე ტექნიკის მაღალმთიანი აჭარის სოფლებში შეყვანის შესახებ. ენერგეტიკის სამინისტროს ჩვენ დავეხმარეთ, რომ ელექტროგადამცემი ხაზის აღსადგენი მოწყობილებები დროულად აეტანათ, მაგრამ არის ადგილები, სადაც ელექტრობოძები არის წაქცეული. ასეთ ადგილებში ტექნიკა ფიზიკურად ვერ შედის. იქ მდგომარეობა მძიმეა. სხვა თვალსაზრისით, სულ იყო ორი–სამი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ფიზიკურად ვერ დავეხმარეთ იმიტომ, რომ ტექნიკა სრულად იყო დატვირთული ჩვენს ქვემდებარე გზებზე. დღესაც მუშაობენ ჩვენი სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროს წარმოამადგენლებთან.”


მინისტრის ინფორმაციით, ბათუმი-ჩაქვის მიმართულებით გზა თოვლისგან თავისუფალია.  


ნარმანიას თქმით, დიდთოვლობის  გამო ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის კმ10-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი