დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხზე მსჯელობდნენ, თუმცა დავით უსუფაშვილის საუბრის პარალელურად დეპუტატები ერთმანეთში საუბრობდნენ, უსუფაშვილმა მათ სიჩუმისკენ მოუწოდა, თუმცა საუბარი მაინც გაგრძელდა და სპიკერმა სხდომა დატოვა:
“ბიუროზე ცხადდება სესვენება 5 წუთი. დავასრულოთ ინდივიდუალური საუბრები და გავაგრძელოთ ბიურო. დიდ ბოდიშს გიხდით ყველას. მიუხედავად ამდენი გაფრთხიელბისა, 5 ეპიზოდი იყო, როდესაც საუბრობდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა,”- განაცხადა უსუფაშვილმა.
ბიუროს სხდომა 5 წუთში განახლდა და დეპუტატებმა დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის საკითხები გაიარეს.